ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
"დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში"
28/01/2011
 
პრესრელიზი

28 იანვარი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ლელა ყაჭეიშვილი
მწვანეთა მოძრაობა
დედამიწის მეგობრები/საქართველო
საზოგადოებსთან ურთიერთობის სამსახური

"დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში"  

[PUBLICITY.GE] თბილისი,  28 იანვარი, 2011 წელი -26-27 იანვარს პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები და მდგრადი განვითარების კავშირი "ეკოხედვა" ქვემო ქართლის რეგიონში (გარდაბანი, მარნეული) ჩატარდა დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრა ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, დასუფთავების სამსახურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოსახლეობის წარმომადგენლებმა.

საზოგადოებას მიეწოდა სრულყოფილი ინფორმაცია მსოფლიოში ნარჩენების მართვის უახლეს ტექნოლოგიებსა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. შეხვედრზე გაიმართა მსჯელობა რაიონებში ნარჩენების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენების პრობლემების გადაჭრის საკითხში.

 

წაკითხულია: 3052